BLOGGER TEMPLATES Funny Pictures

Thursday, November 8, 2012

Camelot

კამელოტი, ეს არის სერიალი, რომელიც მეფე არტურის ცხოვრებას მოგვითხრობს. მერლინი, მორგან ლა ფეი, გუინევერი, ყველა ეს ლეგენდარული პერსონაჟი ამ სერიალშია გაცოცხლებული.

მეფე არტურის როლში არის ჯეიმი კემპბელი, თავიდან მისი დანახვა ცოტა გამიკვირდა, მეფე არტური მე უფრო ასაკოვანი წარმომედგინა. აი ჩემთვის უსაყვარლესი მსახიობი, კი ჩემთვის უსაყვარლეს გმირს თამაშობს. ევა გრინი არაჩვეულებრივად ასახიერებს ცნობილ ჯადოქარ Morgan Le Fay (Morgan Pendragon)-ს.
სერიალი სულ რაღაც 10 სერიისგან შედგება, მაგრამ არც ერთ 8 სეზონიან სერიალს არ ჩამოუვარდება.
 საბოლოოდ სერიალი ძალიან საინტერესოდ, მაგრამ დაუმთავრებლად დამთავრდა. ეტყობოდა, რომ უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ კომპანია Starz-მა გადაწყვიტა, რომ მე2 სეზონი არ გამოეშვა, ამის მიზეზი მისი არაპოპულარობა იყო. მასზე ძალიან დიდი თანხები დაიხარჯა, მაგრამ ცუდად გაიყიდა.
  მე ყველას გირჩევთ, რომ ეს სერიალი ნახოთ, დარწმუნებული ვარ, რომ მოგეწონებათ. თქვენ ყველანი სერიალის მონაწილენი გახდებით .

2 comments:

Anonymous said...

ძალიან მიყვარს და გული დამწყდა რომ დაიხურა :( ევა ხომ საერთოდ საოცრებაა

Unknown said...

getanxmebi umagresi kalia, marto magito girda serialis yureba, magram samwuxarod es xalxs ar esmis da primitiui gadacemebi urchevniat :|