BLOGGER TEMPLATES Funny Pictures

Wednesday, November 7, 2012

Burlesque Show

სიტყვა Burlesque-s აქვს იტალიური წარმოშობა და ის ხურმობას, ხუმრობით ვინმეს დაცინვას ნიშნავს. კერძოდ Burlesque Show წარმოიშვა ვიქტორიანულ ეპოქაში, კერძოდ პარიზში, იმდროინდელი მოცეკვავე ქალების მეშვეობით.

ამ სტილმა პოპულარობა ძალიან მალე მოიპოვა, რადგანაც ის იყო შოკისმომგვრელი, ვიქტორიანულ ინგლისის ფონზე. ქალებმა, რომელთაც კოჭის გამოჩენისაც კი ცხვენოდათ, ნახევრად ჩაცმულებმა დაიწყეს ხალხის წინაშე ცეკვა და ეს ძალიან მოულოდნელადაც მოხდა.
 ძალიან ბევრ ადამიანს ერევა Burlesque, Cabaret სტილში, სინამდვილეში ისინი განსხვავდებიან. Burlesque არის თეატრალური სანახაობა, ის ძალიან ხშირად ფატალურ ან კომედიურ ისტორიას გვიყვება, საბოლოოდ ის დრამატულად მთავრდება და მთავარი მოცეკვავე ქალბატონიც ხშირად კვდება. კაბარეს მოცეკვავეები კი არაფერს არ გვიყვებიან, ისინი უბრალოდ დამსწრე საზოგადოებას ლამაზ სანახაობას სთავაზობენ.
 დღესდღეობით მსგავს შოუებს იშვიათად შეხვდებით, მას მხოლოდ  Dita Von Teese  თუღა აცოცხლებს, მაგრამ უკვე სახე შეცვლილ სანახაობას გვთავაზობს, ის უფრო Moulin Rouge-ის  მოცეკვავეს მაგონებს.
დღევანდელ ცხოვრებაში ეს სტილი გოთიკურ ჩაცმულობასაც გაერია და საბოლოოდ ჩამოყალიბდა, რომელიც მე პირადად მომწონს, ის ვიქტორიანულ სტილს ჰგავს, მაგრამ უფრო მეთად თამამი და გამომწვევია.

2 comments:

Anna Dark said...

ჰო, დიტას გარდა თითქმის არც გამიგია სხვა პროფესიონალი ბურლესკის მოცეკვავეების სახელები, თუმცა, ვერონიკა ვარლოუც ხომ ბურლესკის მოცეკვავეა

Unknown said...

უიი კი, მართლაც, მაგრამ ის სოლო მოცეკვავე ხომ აღარაა,Bloody Crumpets-ის წევრია