ამ ბოლო დღეების განმავლობაში თავს შეუძლოდ ვგრძნობ, ამიტომაც გადავწყვიტე რაიმე საინტერესო შინაარსის ფილმისთვის მეყურებინა და ერთ–ერთ საიტზე ვნახე ეს ფილმი Witchslayer Gretl. ეს კი ის შემთხვევაა, როდესაც სათაურს არ უნდა ენდო.
არ მესმის ერთი რამ, როგორ შეუძლიათ ადამიანებს გადაურჩნენ სასიკვდილო ჭრილობას გულში, რომელიც არის მაგიური ისრით მიყენებული, ხო მართლა ამ მაგიურ ატრიბუტებს მობილურ კავშირებადაც იყენებდნენ.
ფილმში ნაჩვენები ზებუნებრივი არსებები კი ძალიან არაბუნებრივნი და მოსაწყენნი იყვნენ.
ჩემმა თვალებმა კი კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი შეამჩნიეს, რომელმაც შეიძლება მსოფლიო ისტორია შეცვალოს. ესე იგი, თურმე კელტები იაპონურ სურიკენებს, ნინძების საბრძოლო ვარსკვლავებს იყენებდნენ, როგორც იარაღად, თანაც ოპერატორებს იმდენი ჭკუა არ ეყოთ, რომ ეს სურიკენი ახლოდან მაინც არ ეჩვენებინათ, რადგანაც მას თანამედროვე შტრიხები ეტყობოდა.
მე ასევე მინდა ავღნიშნო გადამღები ჯგუფის არაპროფესიონალიზმი, რადგანაც ბრძოლის ეპიზოდებში კამერა აქეთ–იქით უვარდებოდათ და კადრიც თავბრუდამხვევი იყო, ისინი სავარაუდოდ თან სადილს ამზადებდნენ და თან იღებდნენ.
აღმაშფოთებელი იყო, კიდევ ერთი ფაქტი, არც ერთი შელოცვა არ ჰგავდა მაგიურს, მათ აშკარად მცდარი წარმოდგენა ჰქონდათ მაგიაზე. ეს ფაქტი იმიტომაა აღმაშფოთებელი, რომ ფილმი თარიღდება 2012 წლით, მათ შეეძლოთ სპეც ეფექტების გამოყენება, მაგრამ სავარაუდოდ მთელი ფული დახარჯეს მოდელებისთვის წითელი, აბრეშუმის კაბების შეძენაში.
ბოლომდე მეგონა, რომ რაიმე საინტერესო მოხდებოდა, მაგრამ აქაც იმედი გამიცრუვდა.
ფილმის ჟანრია საშინელება და ფენტეზი, თუმცა მე ვერაფერი ვერ შევაჩნიე საშინელი, მსახიობების თამაშის გარდა, მაგრამ ნამდვილად დამჭირდა, უზომო რაოდენობის ფანტაზიის გამოყენება, რომ შეცდომებზე თვალი დამეხუჭა და რაღაცით მაინც მესიამოვნა.
ეს ფილმი მართლა მოითხოვს ფანტაზიას და ნამდვილად არის საშინელი.
2 comments:
აუ ეს კიდევ არ მინახავს მე :D გადმოვწერე, ჩავრთე, ვიცინე და გავთიშე :D სპეციალურად არ ვშლი, ბოლომდე უნდა ვნახო :D
ufrtxildi ar films :D
Post a Comment