BLOGGER TEMPLATES Funny Pictures

Sunday, December 16, 2012

იყო განსხვავებული. ეს საკმაოდ რთული და შრომატევადია. ხალხი განგკიცხავს, გაგთელავს, არ დაგინდობს და საბოლოოდ ისევ თვითონ გამოჩნდებიან მართალნი, ხოლო შენ კი ვიღაც შერეკილი, რომელმაც ცხოვრების გზას გადაუხვია.
 ადამიანები ხდებიან დაცინვის საგნები მხოლოდ იმიტომ, რომ სურთ დამოუკიდებლად იაზროვნონ და ჩიტების გუნდს გამოეყონ.

მე ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებს ძალიან დიდი გამბედაობა, ძაა და ნიჭი აქვთ, რომელიც აუცილებლად უნდა გამოაჩინონ, არ დამალონ და სხვა ადამიანები დაჩრდილონ, თავის გზას კი არასდროს გადაუხვიონ.
 არსებობს რაღაც დოგმები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ და შევასრულოთ მაგრამ ამ დოგმებს საზოგადოება არ ქმნის. მთავარია, საკუთარ თავთან ვიყოთ მართლები, თუნდაც მაშინ, როდესაც ჩარჩოებს გავცდებით.

0 comments: