ახალი წლის წინა დღე, ყველა რაღაც განსაკუთრებულისთვის ემზადება. რთავენ მთელ სახლს, "ალამაზებენ" ანათებენ, დეკორაციას უცვლიან რადგანაც უნდათ, რომ სახლში განწყობა შემოიტანონ. სამზარეულო, ჩემი აზრით მხოლოდ ამ დღეს არის ასეთი პოპულარული. საბოლოოდ 12 საათისთვის ყველაფერი მზადაა, ყველა მოუთმენლად ელოდება შემდეგ წელს და ისიც დადგა, ყველას უხარია ეს ფაქტი, მაგრამ არ იციან რა არის ამაში სასიხარულო, მათ უბრალოდ ის უხარიათ, რომ ქეიფობენ და დროს ატარებენ, მაგრამ მე თუ მკითხავთ, სულაც არ არის საჭირო დააბრალო ახალი წლის მოსვლას ის ფაქტი, რომ შენ უბრალოდ ქეიფი გინდა.
ეს ახალი წელი ჩემი აზრით, საკმაოდ საინტერესო უნდა იყოს, თუნდაც იმიტომ რომ გველის წელი მოდის. მოგეხსენებათ გველს, ხალხის უმრავლესობა აღიქვამს, როგორც ბოროტ, უარყოფით არსებად, რომელსაც კარგი არაფერი მოაქვს. რადგანაც ჩვენმა წინაპრებმა გადაწყვიტეს, რომ 12 წელიწადში ერთისთვის დაერქმიათ გველის, ანუ მართლაც რაღაც არაჩვეულებრივი ხდება ამ წელს, თანაც ის ფაქტიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადრეულ ხანებში წარმართული შეხედულებები ბევრად გაძლიერებული იყო.
მე პირადად დიდად არ მიხარია ახალი წლის დადგომა, მაგრამ გულის სიღრმეში მაინც რაღაცის მოლოდინში ვარ. არ ვიცი რატომ მაგრამ საახალწლო დეკორაციები ჩემს ნერვებზე მოქმედებენ, უმჯობესი იქნებოდა, რომ ან საერთოდ არ იყვნენ ან სახე შეცვლილები.
იმედია, რომ ჩემი ნეგატიური განწყობილება თქვენც არ გადმოგედებათ და მხიარულად გაატარებთ იმ დღეს, რომელსაც მთელი წელი ელოდით.
გილოცავთ ყველას დამდეგ ახალ 2013–ე წელს.....