BLOGGER TEMPLATES Funny Pictures

Wednesday, November 7, 2012

ბავშვობიდანვე მიყვარდა ნაწარმოებებში, მოთოლოგიაში ან ფილმებში ქალი გმირები, რადგანაც უსამართლობას და უუფლებობას ვერასდროს ვიტანდი.

ამიტომაც მინდა გაგაცნოთ მითოლოგიური ქალღმერთი ლილითი. მას შეხვდებით ებრაულ მითოლოგიაში, ასევე ევროპულ კერძოდ ესპანურ და იტალიურ ლეგენდებში. ლილითს ძირითადად მოიხსენიებენ, როგორც ეშმაკის მეუღლეს, რომელსაც ძალიან დიდი ძალაუფლება მიენიჭა. სხვა გადმოცემებით ლილითი იყო ადამის პირევლი ცოლი, ევამდე, მაგრამ ამ მოსაზრებას ნაკლებად ვემხრობი.რატომღაც ზოგიერთები ლილითს აიგივებენ დედა დაიანასთან, რომელიც ასევე ეშმაკის ცოლია, არ ვიცი ამის საფუძველს რა იძლევა, მაგრამ ფაქტია, რომ ორივე ქალღმერთს ანიჭებენ კუდიანების დედოფლის სტატუსს.
ლილითს მოიხსენიებენ, როგორც ბოროტად, ასევე კეთილ დედოფლად, რომელიც ყველა სურვილს აუსრულებს ადამიანს, თუ ის მას ძვირფას ძღვენს მიართმევს,მაგრამ მე მაინც არ გირჩევთ მასთან საქმის დაჭერას, გავიგე მკაცრი მეუღლე ჰყოლია. :)

2 comments:

Anna Dark said...

მეც ძალიან გამიკვირდა, როცა გავიგე, რომ ლილითს ადამის პირველ ცოლად თვლიდნენ.

დიანას რაც შეეხება, რომაული მითოლოგიის ქალღმერთს გულისხმობ?

Unknown said...

კი მას ვგულისხმობ, მაგრამ მისი სახელი იტალიურ ლეგენდებშიც ამოვიკითხე