BLOGGER TEMPLATES Funny Pictures

Tuesday, November 6, 2012

მსოფლიო სავსეა სტერეოტიპებით, განსაკუთრებით მცდარი სტერეოტიპებით, ჩვენ მათ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ხშირად ვხვდებით.
ადამიანის ყველაზე დიდი მტერი, თვითონ ადამიანია, ჩვენ ვუქმნით ერთმანეთს ყოველგვარ პრობლემას და დაბრკოლებას. ამას გვაკეთებინებს შური, შიში, ან შეიძლება თუნდაც კომპლექსი. ჩვენ იმდენი ძალა არ შეგვწევს, რომ გავუსწოროთ რეალობას თვალი, დავაფასოთ სხვა ადამიანები, ვაღიაროთ, რომ ვიღაცა ჩვენზე ძლიერია. არცერთი ჩვენგანი არ დგამს პირველ ნაბიჯს, არავინ აღარ ცდილობს, რომ წარმატებას პატიოსანი გზით მიაღწიოს.
 ადამიანებს სიამოვნებთ, როდესაც ერთმანეთს ტკივილს ანიჭებენ და როდესაც ვიღაცა მათ ანალოგიურს გაუკეთებთ ცხოვრებაზე ბრაზდებიან და თვლიან, რომ უსამართლოდ ისჯებიან.დღესდღეობით ძნელია, რომ ვინმეს ენდო, თუნდაც ძალიან ახლობელს. არავის არ აქვს იმის გარანტია, რომ ის ზურგში დანას არ ჩაგარტყამს.
მთელი გულით ვისურვებდი, რომ ასეთი დამოკიდებულება შეიცვალოს და ადამიანებმა უბრალოდ ერთმანეთი შეიყვარონ.

5 comments:

Anonymous said...

eeehhh =( samwuxarod esaa chveni dgevandeli realoba. martalia ki vcdilob am realobis shecvlas, magram, jer-jerobit araperi gamomdis =(

Unknown said...

შენ ცდილობ მაინც, სხვები თავს არ იწუხებენ და უბრალოდ სხვებს წოვენ სისხლს

Anonymous said...

eeeehhh.... samwuxarod egrea... magram ras vizavt? unda gavudzlot da unda shevecadot mainc rom es wurbelebi gavaqrot!

Unknown said...

exactly(((

Unknown said...

exactly(((