BLOGGER TEMPLATES Funny Pictures

Sunday, April 21, 2013

მოდა –_–

ამ ბოლო დროს, საქართველოში შემოსული "სიახლეები" და თრენდები ძალიან ნეგატიურად მოქმედებენ ჩემზე. ამ სისულელეების პოპულარიზაციის მთავარი წყარო კი რაღა თქმა უნდა Facebook-ია. დარწმუნებული ვარ რომ თქვენც ხშირად კითხულობთ მსგავს პოსტებს: "ყველა მეზიზღებით, აღარ მინდა ცხოვრება" ან ხედავთ სურათებს, სადაც გოგონა ვენებს იჭრის უმიზეზოდ. ხშირად დებენ ხოლმე ფილმების პოსტერებს, ან სცენებს, შემდეგ წერენ თუ როგორ უყვართ ეს მომენტი, მსახიობი, რეჟისორი, სინამდვილეში კი წარმოდგენაც არ აქვთ თუნდაც რა ხდება ფილმში. კიდევ ათას უაზრობას შეხვდებით  Facebook–ში და ვფიქრობ, რომ არ ღირს ამის გამო ნერვების შლა.

ამის და მიუხედავათ, მე მოდაში სხვა რამ ვიგულისხმე. ამ ბოლო დროს ხშირად გაიგონებთ ისეთი ჯგუფების სახელებს როგორიცაა Led Zeppelin, Nirvana, Pink Floyd, The Beatles და ა.შ. არ მსიამოვნებს, როდესაც ასეთი ჯგუფები იაფი მოდის საგანნი ხდებიან. იყენებენ მათ სახელებს გოგოს , ან ბიჭის "დასაკერად". ირწმუნებიან, რომ მათი ფანები არიან, სინამდვილეში სულ ერთი სიმღერა იციან, ამით ლეგენდას სახელს უფუჭებენ. მე პირადად დიდი გრძნობები და სიმპათიები არ გამაჩნია ამ ჯგუფებისადმი, თუმცა მენანებიან ასეთი იაფი გართობისთვის.
აუცილებლად მინდა ვახსენო ისეთი ფილმები როგორიცაა "ციდან სამ მეტრზე" "Step Up" "LOL" და მსგავსი მდარე გემოვნების, სასირცხვილო კინო"შედევრები". მე პირადად ასეთ რაღაცეებზე რეაქცია არ მაქვს ხოლმე, თუმცა ამჯერად მეც ვზიანდები ამ უხარისხო პროდუქციის დამსახურებით. ჩვენ ვცხოვრობთ 21–ე საუკუნეში, 2013–ე წელში. ხანაში, სადაც ადამიანს აქვს ყველანაირი საშუალება, რომ ხარისხიანი, გემოვნებიანი, საინტერესო პროდუქცია გამოუშვას, თუმცა მსგავსი ფილმები, თეატრალური წამოდგენები და სიმღერები პოპულარობას ვერ ნახულობენ. მასას რატომღაც ურჩევნია ჩამოთვლილი ფილმების ყურება, ურჩევნიათ ჩუმად პოპ ვარსკვლავების მოსმენა და შემდეგ იმის თქმა, რომ ბითლზები უყვართ. უღცევნიათ სხვისი აზრების პარვა ვიდრე ახალი, ჯანსაღი პროდუქციის გასინჯვა. როდესაც ამას ნახულობენ არტისტები, თვითონაც მსგავს უხარუსხო საქმიანობას ეწევიან და საბოლოოდ დაზარალებულები ჩვენ ვრჩებით, ის ადამიანები, რომელთაც ჯერაც არ დაუკარგავთ საღად და გემოვნებიანად აზროვნების უნარი.
საბოლოოდ იმის თქმა მინდა, რომ დღევანდელი მოდით ძალიან უკმაყოფილო ვარ. არ მინდა დავიჯერო, რომ ზოგადად მასამ გემოვნება დაკარგა, თუმცა ამის ფიქრის ყველანაირი მიზეზი მაქვს. მინდა, რომ ჩემს გარშემო მხოლოდ გემოვნებიანი ადამიანები იყვნენ, მათი მოძებნა კი ძალიან მიძნელდება. კრიზისია ჩვენს გარშემო, ხელოვნებას უჭირს, ნეტა ვინმე თუ შეძლებს მის დახმარებას.

3 comments:

Anna Dark said...

სიტყვა "მოდა"-ც კი ჩემზე ცუდად მოქმედებს. ვერ ვიტან მოდის ვერანაირ გამოვლინებას! განსაკუთრებით მუსიკის მხრივ მაქვს უარყოფითი დამოკიდებულება. 18-19 წლის ვიყავი, როცა ძალიან ბევრი იმიტომ იბრალებდა ჯგუფ Guns 'n' Roses-ის სიყვარულს, რომ მოდაში იყო მისი სიმღერა November rain. მეტი სიმღერა არც ჰქონდათ მოსმენილი, მაგრამ ამბობდნენ, რომ უსმენდნენ Guns 'n' Roses-ს. მას შემდეგ 7 წელი მაინც გავიდა და როგორც ვატყობ, არაფერი შეცვლილა. კიდევ 7-ჯერ 7 წელი გავა, მაგრამ მეეჭვება, რამე შეიცვალოს. ეს იმის ბრალია, რომ საკუთარი აზრი და გემოვნება არ გააჩნიათ.

ჰო მართლა, ძალიან მომწონს ბლოგის ახალი დიზაინი :) ძალიან განსხვავებული და გამორჩეულია :)

Unknown said...

დიზაინი დიდი ხანია შევარჩიე, მაგრამ თვს ვიკავებდი, რადგანაც ასოები ფერის გამო კარგად არ ჩანს, თუმცა მიხარია თუ მოგწონს :)
ამ შვიდი წლის შემდეგ მხოლოდ ჯგუფის სახელი შეიცვალა Nirvana. ამ ხალხს იმდენის პრეტენზია არ აქვთ, რომ თავიანთი სახელი დატოვონ თუნდაც და რაღცით გამოირჩეოდნენ, ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ მართლა ნირვანას მსმენელებს სახელს უფუჭებენ

Anna Dark said...

აი, ამაში გეთანხმები 1000000%-ით: "ამ ხალხს იმდენის პრეტენზია არ აქვთ, რომ თავიანთი სახელი დატოვონ თუნდაც და რაღცით გამოირჩეოდნენ". მიმბაძველობა დაღუპავს ბევრს, მაგრამ ამას გვიან მიხვდებიან.

ჰო, ასოები კარგად არ ჩანს, მაგრამ შეიძლება ამის გამოსწორება. HTML კოდი გამომიგზავნე სადმე და შეიძლება მივაგნო ასოების ფერებს :)

და კიდევ ერთი: კომენტარების დაწერისთვის სიტყვები და ასოები რომ უნდა შეიყვანო, ეგ მოაშორე, თორემ საწვალებელია :))) SETTINGS -> POSTS AND COMMENTS -> SHOW WORD VERIFICATION -> NO :)