BLOGGER TEMPLATES Funny Pictures

Monday, February 4, 2013

And Another Terrible Movie

ვფიქრობ და ვერ ვხვდები, თუ რატომ სურთ ადამიანებს გადაიღონ ასეთი უხარისხო და უაზრო ფილმები. მსგავსი შედევრების ჯგუფს დამსახურებულად ამშვენებს ფილმი სახელად Tales of an Ancient Empire.
ეს ფილმი შედგება პატარ–პატარა სცენებისგან. რეჟისორის ამ არჩევანს არაფერს ვუწუნებ, უბრალოდ არცერთი მათგანი არ არის ბოლომდე დასრულებული, მაგრამ ვფიქრობ, რომ ფილმს ბევრად უარესი  მინუსებიც აქვს, მაგალითად ხარისხი. მე არ მაქვს გადაღების ხარისხზე ლაპარაკი, თუმცა მგონი კინოს მხოლოდ ერთი კამერით იღებდნენ, მე მთლიანად წარმოსახვის უნრის ხარისხს ვაკრიტიკებ. თუნდაც მსახიობების არაპროფესიაონალიზმი, ვფიქრობ რომ არ შეიძლება ადამიანი გადაიღო ფილმში მხოლოდ იმიტომ, რომ ლამაზი თვალები აქვს.
აი ამ გოგოს მთელი ფილმის განმავლობაში ეს სახე ქონდა.
 ხო კიდევ, ვამპირები. ყველგან ვამპირები, იქაც კი სადაც არ არიან საჭირონი. ფილმი არის უძველეს სამეფოზე, რა შუაშია ვამპირები. მაგრამ კარგით, დავუშვათ ვამპირებზე უკეთესი თემა არ არსებობს, სწორად მაინც განასახიერეთ ეს არსება.
აი მაგალითად ეს ქალი. წამ და უწუმ ხტებოდა და ვიღაცას ესხმოდა თავს. შემდეგ წინა გოგო იმ სახეს მიიღებდა და ეს ქალი უცბათ ქრებოდა. თანაც მსხვერპლი არც კვდებოდა, არც არაფერი ტკიოდა, მგონი ვერც ვერაფერს ხვდებოდა.
ხო კიდევ აუცილებლად უნდა აღინიშნოს ვამპირის კბილებიც. მათი კბილები მახსენებს 30 თეთრიან სათამაშოს, ბავშვობაში მაღაზიაში რომ ვყიდულობდი. მგონი კი არ გავს და ეგ უდევთ პირში, რადგანაც ეს ქალი მთელი ერთი საათი თლიფინებდა.
 იმის და მიუხედავად, რომ ფილმი უცბათ და უაზროდ დამთავრდა, ეს ფაქტი ყველაზე მეტად გამეხარდა. მაინც არ გამოვრთე შუაში, ვფიქრობდი იქნებ აზრიანი დასასრული მაინც ქონდეს–მეთქი, სამწუხაროდ აქაც შევცდი.

4 comments:

Unknown said...

ცხოვრება სავსეა მსგავსი იმედგაცრუებებით დათო, ასე რომ ასე ძალიანაც ნუ ინერვიულებ.უბრალოდ სამწუხაროა, რომ ამ დროის უკეთესად გამოყენების საშუალება შეიძლებოდა ;)

Unknown said...

:D არაუშავს ავანაზღაურებ

Anna Dark said...

აუ რამდენი ვიცინე :D :D :D მაგარი პოსტი იყო :D

გოგოს სახე მომეწონა :D

Unknown said...

:D saocari msaxiobia