BLOGGER TEMPLATES Funny Pictures

Monday, December 24, 2012

ფერადი სანთლები, როგორ შეიძლება მათი დანიშნულების ახსნა

მე მოგიყვებით თუ როგორ შეგიძლიათ, სხვადასხვა ფერის სანთლები ზუსტი მნიშვნელობით გამოიყენოთ მაგიაში, ან უბრალოდ იცოდეთ მათი ფერის ხასიათი და დანიშნულება.

თეთრი:   ქალღმერთი, თქვენი უმაღლესი სახე, სიწმინდე სიმშვიდე, უმანკოება.
თეთრ სანთელს ყველაზე აქტიურად ვიყენებთ რადგანაც ყველაზე გავრცელებულია, მას აქვს დადებითი აურა და მუხტი, მას თეთრ მაგიაში იყენებენ. თეთრ სანთელს აქვს ასევე უნარი, რომ ჩაანაცვლოს ყველა სხვა ფერის სანთელი.
შავი: სასიყვარულო, დამაკავშირებელი რიტუალისთვის, სხეულის შეცვლისთვის, დამცველობისთვის და უარყოფითი ენერგიის გაცემისთვის, ასევე მიზიდვისთვის.
 შავ სანთლებს იყენებენ ბოროტ ძალებთან საბრძოლველად. მას შეუძლია ადამიანის ყველაზე ქვეცნობიერი ძალები და ინფორმაციები გახსნას. ხშირად შავ მაგიაშიც გამოიყენება ეს სანთლები, ის ასევე სატურნის ძალებს იზიდავს.
ყავისფერი: განსაკუთრებული სურვილები, მეგობრობაზე ზეგავლენისთვის.
ვერცხლისფერი: ქალღმერთს ასახავს, ასტრალურ ენერგიას ზრდის, ზრდის ასევე ქალურ ენერგიასაც, ტელეპატურ უნარებს, ინტუიციას და მოქმედებს სიზმრებზე.
იისფერი: მესამე თვალის ამოქმედება, ან გახსნა, ფსიქიკური შესაძლებლობები, დამალული ცოდნის გამოაშკარავებაში დაგეხმარებათ, გავლენა მოახდინოთ ადამიანებზე, სპირიტუალური ძალები.
ლურჯი: წყლის ელემენტის ძალის გამოყენებაში გეხმარებათ, სიბრძნეს ასახავს, ასევე დამცველობითია, სიმშვიდეს და დადებითი ფორტუნას მოგიტანთ, კომუნიკაციის გახსნას, ან დაბლოკვას შეძლებთ მისი გამოყენებით, სპირიტიუალური შთაგონებები.
მწვანე: მიწის ძალის გამოყენებაში დაგეხმარებათ, ფიზიკური განკურნება შეუძლია, სავალუტო წარმატება, იყენებენ ზრდისთვის, დედაბუნების ძალების მიზიდვისთვის, პერსონალური მიზნების მისაღწევადაც.
ვარდისფერი: იყენებენ, რომ სხვა ადამიანები მათზე ზრუნავდნენ, ასევე რომანტიკული მიზნებისთვის, სიყვარულის ნათელი მხარეების გაღრმავებისთვის, აფექტის მდგომარეობას ზრდის.
 
  წითელი: დაგეხმარებათ გამოიყენოთ ცეცხლის სტიქიის უნარები, ვნება, ძალა, აჩქარებული მოქმედებები ახასიათებს ამ სანთელს.კარიერულ წინსვლას მოგიტანთ, გადარჩენის უნარს შეგმატებთ. მის გარეშე თითქმის არ არსებობს სასიყვარულო შელოცვა. მისი ღვენთი ასახავს მთვარის სისხლს.
ნარინჯისფერი: მთავარ საქმიანობაში წარმატების მომტანი, ასევე მოსავლისთვის არის კარგი, მისი ძალები შეგიძლიათ სასამართლო საკითხებში გაოიყენოთ. ამ სანთლებს ძალიან ხშირად იყენებენ ჰელოუინის, იგივე მაგიური სამჰეინის დღესასწაულის დროს.
ნაცრისფერი: კარიერული წინსვლა, ფული. იგი არის საბრძოლო მაგიისთვის იდეალური, მას იყენებენ ასევე ნეგატიური აზრების, ფიქრების და ემოციების განდევნისთვის. ასევე პროფესიონალური ზრდისთვის.
ოქროსფერი: ასოცირდება ღმერთთან, ასოცირდება წმინდა საქმიანობებთან. ისე ზრდის მამაკაცურ ძალებსაც. არის სიმდიდრის მომტანი.
ყვითელი: დაგეხმარებათ გამოიყენოთ ჰაერის სტიქიის ძალები, გონების სრულ პოტენციალს ხსნის, ინტელექტს აყალიბებს, მახსოვრობას ზრდის, ასევე ხსნის ყველანაირ გონებრის დაძაბულობას. ის ასოცირდება მზესთან..  

2 comments:

Anna Dark said...

ძალიან კარგი პოსტია, ბევრად უკეთესი, ვიდრე ჩემს მიერ დაწერილი :)))

Unknown said...

madloba :)