BLOGGER TEMPLATES Funny Pictures

Friday, September 27, 2013

I've Had It!!!

ამ ბოლო დროს, ვხვდები, რომ საფუძვლიანად შევიცვალე. ალბათ ეს რადიკალური ცვლილებები ჩემს გარშემო მყოფ ადამიანთა დამსახურებაა. ვგრძნობ, რომ მათი უმეტესობა უკვე ძალიან მაღიზიანებს. საერთოდ, მე ვარ ადამიანი, რომელსაც ყველაფერი მალე ბეზრდება, მხოლოდ იმას ინარჩუნებს მუდმივად, რაც ძალიან უყვარს, ვითარდება, აოცებს, რაც მოწყენის და დავიწყების საშუალებას არ აძლევს.

მე მხოლოდ მაშინ შემიძლია ადამიანთან ურთიერთობა, როდესაც ის ჩემთან მაქსიმალურად გახსნილია, ამ დროს მეც კომფორტულად ვგრძნობ თავს და საკუთარ სახეს ვაჩენ. მხოლოდ ამის შემდეგ დგება გადაწყვეტილების ეტაპი, ღირს თუ არა ამ ადამიანთან ურთიერთობა? მაქვს თუ არა მასთან რაიმე საერთო? რა ეტაპამდე შემიძლია მისი ნდობა? ვიყურები უკან და ასეთ ძალიან ცოტა ადამიანს ვხედავ. ჩემს გარშემო ძირითადად ორპირი, ორგული, არასანდო ხალხი ტრიალებს.თავს შენიანად გაჩვენებენ, სინამდვილეში კი შენი უკანსვლა ახარებთ. ესეც რომ არ იყოს, მათთან თავს არაკომფორტულად ვგრძნობ, თითქოს საკუთარ თავს ვკარგავ, ჩემთვის კი ჩემი ვინაობა ყველაზე მთავარია. ყოველთვის მასწავლიდნენ რომ, ხალხს უნდა გაუღიმო, ზრდილობიანად უნდა მოექცე, მაშინაც კი თუ არ გსიამოვნებს. არ უნდა აგრძნობინო, რომ ცუდად ხარ განწყობილი. დღემდე ასე ვცხოვრობდი, ახლა კი ვხვდები, რომ ყოველთვის ის ემოცია უნდა გამოხატო, რასაც სინამდვილეში გძნობ. ცრუ ღიმილითა და მსახიობობით დავიღალე. ჩემს ცხოვრებას დიდი რეკონსტრუქცია სჭირდება, ხალხს კი გადახარისხება!
საბედნიეროდ ჯერ კიდევ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებთანაც მე მე ვარ. არ მჭირდება აზრების 10-ჯერ გადახარშვა, არ ვერიდები ჩემი პოზიციის დაფიქსირებას, რადგან ვიცი, რომ ისინი ზუსტად იმას გაიგებენ რასაც ვამბობ და არ შეეცდებიან ჩემი სიტყვების გადაკეთებას. თუმცა არც მათი დაკარგვა იქნება ჩემთვის კატასტროფა. ადამიანები ზოგჯერ ჩვენი ცხოვრებიდან მიდიან, გაუფრთხილებლად, მოულოდნელად. ეს მომხდარა და ვიცი, რომ მომავალშიც აუცილებლად მოხდება. ვთვლი, რომ მომავლის დეტალურად გათვლას უნდა მოვეშვა და უბრალოდ მოვლენებს მივენდო.
არ ვშლი ცხოვრების კიდევ ერთ ფურცელს, საერთოდ ახალი წიგნის წერას ვიწყებ, რომელსაც ბევრად ნაკლები პერსონაჯი ეყოლება.
 ბოლოსკენ კი მინდა გითხრათ, რომ არასდროს შეგეშინდეთ ადამიანების დაკარგვის. ყველაზე ახლობელმაც შეიძლება ზურგი გაქციოს, თუმცა ის თქვენს ნერვიულობას არ იმსახურებს. მის ადგილს ადრე თუ გვიან სხვა დაიკავებს, ბევრად სანდომიანი, გონიერი და საინტერესო.........

0 comments: