უკვე ერთი წელია რაც ოსკარის ცერემონიას ველოდები და საბოლოოდ ეს დღეც დადგა. გუშინ ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოვება გაიმართა ლოს ანჯელესში, დოლბის კინოთეატრში.
უნდა ვაღიარო, რომ გუშინდელი დღიდან უფრო მეტს მოველოდი, მაგრამ საბოლოო ჯამში ცუდი შოუ არ გამოვიდა. იმის და მიუხედავად, რომ ოსკარზე ჩემთვის უსაყვარლესი მსახიობები ვნახე ( ნიკოლ კიდმანი, რენე ზელვეგერი, სანდრა ბალოკი, შარლის ტერონი და ა.შ.) დაჯილდოვებას მაინც ბევრი ადამიანი ეკლდა.
რაც შეეხება ნომინაციებს და გამარჯვებულებს. საბოლოო ჯამში უკმაყოფილო არ ვარ. გუშინდელი დაჯილდოვებიდან გამოირჩეოდა ბენ აფლეკის ფილმი არგო, რომელმაც საუკეთესო ფილმის ტიტული დაიმსახურა.
საკმაოდ გასაკვირი იყო ის ფაქტი, რომ ფილმმა "ლინკოლნმა" ოსკარები ვერ მოაგროვა, მაგრამ საუკეთესო მამაკაცის როლის შემსრულებლად აღიარეს დანიელ დეი ლევისი, რომელიც მთავარ როლს ასრულებს ლინკოლნში.
სასიხარული იყო ჩემთვის ის ფაქტი, რომ ფილმმა "პის ცხოვრებამ" 4 ოსკარი აიღო სხვადასხვა ნომინაციებში.
განსაკუთრებით გამეხარდა უცხო ენოვან ფილმებში Amour–მა რომ გაიმარჯვა, მაგრამ სამწუხაროდ ემანუელ რივამ, რომელიც წარდგენილი იყო საუკეთესო ქალის როლის შემსრულებლად ჯილდო ვერ აიღო.
გასაკვირი არ არის, რომ ამ კატეგორიაში პრიზი ერგო ჯენიფერ ლოვრენსს., რომლითაც მე უკმაყოფილო დავრჩი.
საუკეთესო ანიმაციურ ფილმად დასახელდა Brave, რამაც საკმაოდ გამახარა.
ამის გარდა ოსკარის დაჯილდოვებაზე საკმაოდ საინტერესო რაღაცეები ხდებოდა როგორიცაა ქეთრინ ზეტა ჯონსის შესრულება სცენაზე მიუზიკლ ჩიკაგოდან. ასევე ადელის ცოცხალი შესრულება, მიუზიკლ საბრალოებიდან ანსამბლის და ენ ჰეტევეის გამოსვლა და შარლიზ ტერონის ცეკვა დაჯილდოვების დაწყებისას.
ერთი სიტყვით გირჩევთ, რომ გუშინდელ ოსკარის დაჯილდოვებას ან გამეორებით ან ინტერნეტში უყუროთ, მგონი მოგეწონებათ.

0 comments:
Post a Comment