ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით არაფრის დაწერას არ ვაპირებდი, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, როდესაც სკოლაში დაგვირიგეს ბუკლეტები მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ინციატივით. ბუკლეტებს ჰქონდათ ასეთი სათაური: ვალენტინობა– წარმართული, ეროტიკული "დრესასწაული" ახალი გაფორმებით.
დამეთანხმებით, რომ სათაური საკმაოდ ხმამაღალი და გამომწვევია, თუმცა კითხვის დროს ინტერესი იუმორის გრძნობამ შეცვალა.
მოკლედ "კავშირის" წევრები თვლიან, რომ მსოფლიო ძალები ცდილობენ დანერგონ ჩვენში უცხო და მაცდური ტრადიციები. ისინი თვლიან, რომ უცხოურ ქვეყნებში ადამიანთა სულები სრულ დევნილობაშია. თანაც მათ ჩვენს ქვეყანაში გაავრცელეს სატანისტური ო რ გ ი ა სახელად "ჰელოუინი" და მაცდური "ვალენტინობა".ისინი ამბობენ, "თუკი პირველი სატანის აშკარა და დაუფარავი ზეიმია, მეორე დღესასწაული ცდილობს სიყვარულისა და სილამაზის ფრაზეოლოგიით დაფაროს თავისი ნამდვილი სექსუალური არსი, რისი მთავარი მიზანია სქესობრივი ლტოლვა."
არც კი ვიცი საიდან დავიწყო ლაპარაკი. კავშირის წევრებმა ისიც კი არ იციან, რომ 31 ოქტომბერს უბრალოდ აღინიშნება ზამთრის თვეების მოსვლა, ამ დღეს ასევე ხალხი ძველ ზაფხულის თვეებს აცილებს. ამას, რომ თავი დავანებოთ ისინი თვლიან, რომ წარმართული და სატანისტური ერთი და იგივეა, მაგრამ დღეს უფრო მეტად მინდა გავამახვილო ყურადღება ვალენტინობაზე.
ესე იგი, ბუკლეტში წერია რომ ამ დღეს რომის იმპერიაში ტარდებოდა წარმართული, ეროტიზმის ფესტივალი Lupercalia, რომელიც მიძღვნილი იყო "მგზნებარე" სიყვარულის ქალღმერთ Juno Februata–სადმი. ამ დროს ხალხი ესწრაფვოდა თავისი ვნებიანი მეწყვილის პოვნას.
მე არ ვამბობ, რომ ასეთი დღესასწაული არ არსებობდა, დაუშვათ არსებობდა, მაგრამ ეს იყო ანტიკურ რომში, ჩემი აზრით კავშირის "ჭკვიან" წევრებს უნდა შეეძლოთ ეპოქების გარჩევა. ალბათ უმრავლესობა ყოფილხართ ამ დღეს პაემანზე, თუ ყოფილხართ მაშინ აუცილებლად გეცნობოდათ მსგავსი სიტუაცია, სადაც ყველა თავის მგზნებარე მეწვილეს ეძებს.
სატანიზმი და ისევ სატანიზმი, წარმართობა= სატანიზმი ბუდიზმი=სატანიზმი ყველაფერი რაც კი არ მოეწონებათ არის სატანური. ეს ტერმინი უკვე მოძველდა, რით ვერ შეიგნეს, რომ განსხვავებაა სატანიზმსა და წარმართულ შეხედულებებს შორის.
ნამდვილად უნდა ავღნიშნოთ კავშირის წევრების უსაზღვრო ფანტაზია, ამდენის მოფიქრებასაც უნდა ნიჭი. ეს არის ის მოძრაობა, რომელიც ქვეყანაში ყველა მომხდარ ფაქტზე მართავს აქციას, ან არბევენ მშვიდობიან მოქალაქეებს. არ ერიდებიან ძალის გამოყენებასაც, აყენებენ ხალხს სიტყვიერ შეურაცყოფას. მათი აქტივობების შემდეგ ვთვლი, რომ ნამდვილად არ აქვთ უფლება ვინმეს ჭკუა დაარიგონ. მარლთმადიდებელ მშობელთა კავშირი არის ერთი დიდი გონებადაკარგულ ფანატიკოსთა მიერ შექმნილი ბრბო. ისინი თითოეული გამოსვლის შემდეგ არღვევენ ქრისტიანულ წესებს. ჩვეულებივი ადამიანები განსჯიან სხვებს. გავიხსენებ მარიამ მაკდალინელის შემთხვევას. ბრბო აპირებდა მის ქვებით ჩაქოლვას, რადგანაც მას მრუშობაში დაედო ბრალი. იესო ქრისტემ კი ამ დროს მოუწოდა ბრბოს, რომ პირველს იმ ადამიანს ესროლა ქვა ვინც უცოდველი იყო, ამ სიტყვების გაგონებაზე ყველამ დაყარა ქვები. ანუ მე ამით იმის თქმა მინდა, რომ კავშირის წევრებიც საკმაოდ ცოდვილები არიან და უმჯობესი იქნება თვიანთ ცხოვრებას და ცოდვებს მიხედონ. ჩემი აზრით, მხოლოდ უფალს აქვს ადამიანთა ცოდვების განსჯის უფლება.
მოკლედ ყველას, განსაკუთრებით შეყვარებულ ადამაინებს გილოცავთ სიყვარულის დღეს და არანაირ ვალენტინობას, ან Lupercalia–ს. მე ვთვლი, რომ თქვენს ხართ შეყვარებული ადამიანები რომელთაც გსურთ ერთი დღე მაინც დაუთმოთ თქვენს რჩეულს, ხოლო მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი ფიქრობს, რომ ხართ სატანის მიერ შეპყრობილები, რომლებიც ყოველ 14 თებერვალს ორგიებში მონაწილეობენ.

5 comments:
მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები ყველაზე ნაკლებად არიან მართლმადიდებლები. ძალადობით ცდილობენ ხალხის ღმერთისკენ "შემობრუნებას". მათთვის ყველა სატანისტია, ვინც მართლმადიდებელი არ არის. ბრბოს მოძალადე ნაწილია და ხმა არ ამოეღებათ, მაგრამ მაინც არ ეშვებიან ჭკუის სწავლებას
tan ukve meramdened uda gaavrcelon taviant mcdar shexedulebebze agebuli informaciebi
ise bolo winadadebastan dakavshirebit, aset ragaceebshi monawileoba visac unda sulac ar daelodeba 14 tebervals araa??
namdvilad, getanxmebi
namdvilad, getanxmebi
Post a Comment