ყოველთვის მინდოდა ვუდუ თოჯინა მქონოდა, შეიძლება რეალურად არავის წინააღმდეგ არ გამომეყენებინა, მაგრამ რატომღაც ყოველთვის მიზიდავდა. ცოტა ხნის აღმოვაჩინე რომ მისი გაკეთება იმაზე იოლია, ვიდრე მეგონა, ასე რომ გადავწყვიტე თქვენთვისაც მესწავლებინა, თუ სურვილი გექნბათ გააკეთეთ. თანაც იმედი მაქვს, რომ იცით მისი დანიშნულება, თუ არა, შემიძლია პოსტი დავწერო მის დანიშნულებაზე.
2)ამ ორი ჯოხით გააკეთეთ ჯვარი, ცოტა უფრო მოგრძო ჯოხი იქნება ტანი, მეორე კი ხელები, კარგად გადააბთ ეს ჯოხები ძაფით, საჭიროა, რომ ეს ძაფი გაამაგროთ, გამოიყენეთ თუნდაც წებო, რომ ჯოხებმა X-ის ფორმა არ მიიღონ.
3) შემდეგ შემოახვიეთ თქვენს მიერ არჩეული მატერია ჯოხს.დაიწყეთ შემოხვევა თავიდან, შემდეგ ხელები და ტანიც.
4) შემდეგ შემოახვიეთ ძაფი ტოჯინას ბოლომდე, მაგრამ შეეცადეთ დაუტოვოთ თავზე ადგილი თმისთვის, რომ უფრო რეალური შეხედუება ჰქონდეს.
5) შემდეგ უკვე შეგიძლლიათ გაუკეთოთ თოჯინას სახე. ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. თუ გნებავთ, ამოჭერით ადამიანის სახე და მიაწებეთ, ან მთლიან ტოჯინას შემოაკერეთ ტომრის ნაჭერი, შეგიძლიათ სხვა მატერიაც გამოიყენოთ. სახის დეკორაცია კი უკვე თქვენზეა დამოკიდებული. თვალებზე დააკერეთ ღილები, უკეთესი იქნება თუ პირს ამოუკერავთ ან ელვას გაუკეთებთ.
იმედია ჩემი პოსტი ცოტათი მაინც დაგეხმარებათ თოჯინის გაკეთებაში.
2 comments:
ძალიან საინტერესო პოსტია! ამას რიდერში შევინახავ აუცილებლად :)
:))))
Post a Comment