BLOGGER TEMPLATES Funny Pictures

Tuesday, November 13, 2012

Emilie Autumn

   Emilie Autumn არის ამერიკელი არტისტი, მომღერალი, მუსიკოსი, პოეტი და მწერალი. ის არის ვიქტორიანულ-ინდუსტრიალური სტილის ფუძემდებელი, ვიოლინო კი არის მისი სავიზიტო ატრიბუტი, მისი სახელი ამ ინსტრუმენტთან ასოცირდება.

 როგორც თვითონ ამბობს, ვიოლინოზე დაკვრა 4 წლის ასაკში დაიწყო და დანახვისთანავე შეუყვარდა იმდენად, რომ მასთან ერთად ეძინა კიდეც. ემილიმ საკმაოდ რთული ცხოვრება გამოიარა, ნახა მრავალი იმედგაცრუება, გახდა ხალხის კრიტიკის ობიექტი, ის ასევე ხშირად ახსენებს დროს როდესაც კლინიკაში იწვა, ჯანმრთელობის გამო. ის ასევე უკრავს კლავისინზე და ფორტეპიანოზე, მისი ავტორობით დაიწერა წიგნი The Asylum For Wayward Victorian Girls და მას ასევე აქვს მრავალი პოემაც. ის არის გამორჩეული იმითაც, რომ მუსიკას და სიტყვებსაც თვითონ წერს და ასრულებს, ემილის ტექსტი კი ნამდვილად უნიკალურია.
 მან მოღვაწეობა დაიწყო 1999-2000 წლებში და აქამდე მრავალი ალბომი აქვს გამოშვებული, ყოველი მათგანი გამოირჩევა და წინას არ ჰგავს. მის სიმღერებში აუცილებლად იგრძნობთ ძალას, ტკივილს, მწუხარებას, რომანტიკას და ცხოვრებისეულ სირთულეებს. ის წერს როგორც მძიმე სიმღერებს ასევე მსუბუქს, რომელიც ზღაპრულ სამყაროში გადაგიყვანთ. ჩემთვის პირადად ერთი სიმღერაც კი საკმარისი იყო, რომ ნომერ 1 არტისტი გამხდარიყო ჩემთვის. გასაოცარია თუ რამდენი შეუძლია, მხოლოდ ერთ ქალს, რომელიც ყველაფერს თავისი ხელებით ქმნის, სასცენო ფორმებით დაწყებული სიმღერის ტექსტით დამთავრებული.
 ის არც თუ ისე პოპულარულია, მაგრამ მე ეს არ მაწუხებს, ზოგჯერ ასე მგონია, რომ Emilie Autumn ჩემი, პირადი მომღერალია და მისი სიმღერები მხოლოდ მე მეხება.

არამგონია, რომ რამემ ეს დამოკიდებულება მის მიმართ შემიცვალოს, ის არის ყველაზე კრეატიული, შთამბეჭდავი და მულტი ნიჭიერი ადამიანი.


0 comments: