BLOGGER TEMPLATES Funny Pictures

Friday, September 27, 2013

I've Had It!!!

ამ ბოლო დროს, ვხვდები, რომ საფუძვლიანად შევიცვალე. ალბათ ეს რადიკალური ცვლილებები ჩემს გარშემო მყოფ ადამიანთა დამსახურებაა. ვგრძნობ, რომ მათი უმეტესობა უკვე ძალიან მაღიზიანებს. საერთოდ, მე ვარ ადამიანი, რომელსაც ყველაფერი მალე ბეზრდება, მხოლოდ იმას ინარჩუნებს მუდმივად, რაც ძალიან უყვარს, ვითარდება, აოცებს, რაც მოწყენის და დავიწყების საშუალებას არ აძლევს.

მე მხოლოდ მაშინ შემიძლია ადამიანთან ურთიერთობა, როდესაც ის ჩემთან მაქსიმალურად გახსნილია, ამ დროს მეც კომფორტულად ვგრძნობ თავს და საკუთარ სახეს ვაჩენ. მხოლოდ ამის შემდეგ დგება გადაწყვეტილების ეტაპი, ღირს თუ არა ამ ადამიანთან ურთიერთობა? მაქვს თუ არა მასთან რაიმე საერთო? რა ეტაპამდე შემიძლია მისი ნდობა? ვიყურები უკან და ასეთ ძალიან ცოტა ადამიანს ვხედავ. ჩემს გარშემო ძირითადად ორპირი, ორგული, არასანდო ხალხი ტრიალებს.თავს შენიანად გაჩვენებენ, სინამდვილეში კი შენი უკანსვლა ახარებთ. ესეც რომ არ იყოს, მათთან თავს არაკომფორტულად ვგრძნობ, თითქოს საკუთარ თავს ვკარგავ, ჩემთვის კი ჩემი ვინაობა ყველაზე მთავარია. ყოველთვის მასწავლიდნენ რომ, ხალხს უნდა გაუღიმო, ზრდილობიანად უნდა მოექცე, მაშინაც კი თუ არ გსიამოვნებს. არ უნდა აგრძნობინო, რომ ცუდად ხარ განწყობილი. დღემდე ასე ვცხოვრობდი, ახლა კი ვხვდები, რომ ყოველთვის ის ემოცია უნდა გამოხატო, რასაც სინამდვილეში გძნობ. ცრუ ღიმილითა და მსახიობობით დავიღალე. ჩემს ცხოვრებას დიდი რეკონსტრუქცია სჭირდება, ხალხს კი გადახარისხება!
საბედნიეროდ ჯერ კიდევ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებთანაც მე მე ვარ. არ მჭირდება აზრების 10-ჯერ გადახარშვა, არ ვერიდები ჩემი პოზიციის დაფიქსირებას, რადგან ვიცი, რომ ისინი ზუსტად იმას გაიგებენ რასაც ვამბობ და არ შეეცდებიან ჩემი სიტყვების გადაკეთებას. თუმცა არც მათი დაკარგვა იქნება ჩემთვის კატასტროფა. ადამიანები ზოგჯერ ჩვენი ცხოვრებიდან მიდიან, გაუფრთხილებლად, მოულოდნელად. ეს მომხდარა და ვიცი, რომ მომავალშიც აუცილებლად მოხდება. ვთვლი, რომ მომავლის დეტალურად გათვლას უნდა მოვეშვა და უბრალოდ მოვლენებს მივენდო.
არ ვშლი ცხოვრების კიდევ ერთ ფურცელს, საერთოდ ახალი წიგნის წერას ვიწყებ, რომელსაც ბევრად ნაკლები პერსონაჯი ეყოლება.
 ბოლოსკენ კი მინდა გითხრათ, რომ არასდროს შეგეშინდეთ ადამიანების დაკარგვის. ყველაზე ახლობელმაც შეიძლება ზურგი გაქციოს, თუმცა ის თქვენს ნერვიულობას არ იმსახურებს. მის ადგილს ადრე თუ გვიან სხვა დაიკავებს, ბევრად სანდომიანი, გონიერი და საინტერესო.........

Thursday, August 15, 2013

ილუმინატი და ხალხის ფანტაზიები

ამ ბოლო დროს, უკვე ყველგან წააწყდებით ვიდეოებს ილუმინატის შესახებ. ეს ვიდეოები სულაც არ არიან უწყინარნი, ძირითადად მათ შემდეგნაირი გაფრთხილებები მოჰყვებათ "დაიცავით თქვენი თავები მასონური წარღვნისგან, ერთად გამოვუცხადოთ ბოიკოტი სატანის მსახურებს, ნუ მისცემთ ილუმინატ ვარსკვლავებს თქვენი შვილების წაბილწვის უფლებას". ეს ყველაფერი კი მხოლოდ მსოფლიოს გაუნათლებლობაზე მეტყველებს. გვაფრთხილებს ხალხის ის კატეგორია, რომელმაც არც კი იცის, თუ რა არის ილუმინატი ან საერთოდ მასონიზმი, მათთვის მხოლოდ იმის ცოდნაა საკმარისი, რომ ყველა მასონი "სატანისტია". Beyonce, Lady Gaga, Jay-z, Rihanna, Kanye West, Bod Dylan, Nicki Minaj, Christina Aguilera, Celine Dion, Michael Jackson, Bono, Jared Leto და მრავალი სხვა... ხალხის მოსაზრებით, ეს ყველანი სატანისტი მასონები არიან, რომელნიც ცდილობენ, უწყინარი და გართობისთვის განპირობებული მეთოდებით ჩვენი გონება ბოროტ ძალას ჩაუგდონ ხელში. მათთვის საკმაირისია იმ სურათების ნახვა, სადაც ამ ადამიანებს ერთი თვალი დახუჭული აქვთ, ხელით იფარავენ, ან არ უჩანთ.
შეიძლება ამ ჩამოთვლილთაგან ზოგი მართლაც არის მასონურ გაერთიანებაში გაწევრიანებუი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი თავიენთი მუსიკით, ფილმებით, ხელოვნებით ცდილობენ ჩვენს დატყვევებას. სასაცილოა იმის თქმა, რომ ამდენ ადამიანს მხოლოდ იმიტომ აქვს კარიერა წვალებით გაკეთებული, რომ მსმენელი გადაიყვანოს ბნელ მხარეს -_-
 მინდა განახოთ რამდენიმე ვიდეო, რომლებმაც მართლაც მოახერხეს ჩემი გაღიზიანება. ისინი არა ცოდნაზე, არამედ პანიკაზე დაყრდნობით არიან შექმნილნი, ან თუნდაც იმიტომ, ბევრ ადამაინს ენახა რაიმე ეპატაჟური, მოკლედ თუ არ დაგზარდებათ ვიდეოებს უყურეთ და ყველაფერში თავად დარწმუნდით.
  პოსტის ბოლოს აუცილებლად მინდა, რომ ორიოდე სიტყვით ავხსნა თუ რა არის სინამდვილეში ილუმინატი.
 ილუმინატი არის სახელი, რომელიც შეიძლება იყოს მიძღვნილი ისევე როგორც რეალური, ასევე ფიქტიური ჯგუფისადმი. სიტყვა მომდინარეობს "ბავარიული ილუმინატისგან" რაც გახლდათ საიდუმლო ასოციაცია, რომელიც შეიქმნა 1776 წლის 1 მაისს. ეს ასოციაცია იყო იმისთვის შექმნილი, რომ წინააღმდეგობა გაეწია ცრურწმენებისთვის, ყოველგვარი რელიგიური სტერეოტიპებისთვის, რომელნიც იმდროინდელი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს საფრთხის ქვეშ აყენებდნენ. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს იყო ასოციაცია, რომელიც ცდილობდა ინკვიზიციის წინააღმდეგ გაელაშქრა. ილუმინატი ასევე იბრძოდა გენდერული თანასწორობისთვის და ქალთათვის განათლების უფლებების მინიჭებისთვის. მოგვიანებით ილუმინატი კანონგარეშედ გამოცხადდა ბავარიული მთავრობის მიერ, რომელზეც დიდი გავლენა იქონია რომანულმა კათოლიკურმა ეკლესიამ. ამ ასოციაციას იმდროინდელი რელიგიური გაერთიანებები ბრალს დებენ გაერთიანებას საფრანგეთის რევოლუციის ორგანიზებაში.

მე პირადად, ამ გაერთიანებაში ვერაფერ სატანისტურს და არაბუნებრივს ვერ ვხედავ, პირიქით, ის ადამიანები ცდილობდნენ უსამართლობა აღეკვეთათ. ხალხს კი უბრალოდ იმდენი ნებისყოფა არ აქვს, რომ თუნდაც ინტერნეტ საიტებზე წაიკითხონ ილუმინატის შესახებ. უფრო კომფორტულად და ლოგიკურად მიაჩნიათ, სურათების თვალიერება, სადაც ბიონსე ხელებით ფორმებს ქმნის, ან რომელიმე ვარსკვლავი უბრალოდ კამერის წინ პოზირებს.
  

Wednesday, July 31, 2013

Emilie


Saturday, July 13, 2013

სუბკულტურესბის მოკლე დახასიათება 2

Hippie- იყო თავდაპირველად ახალგაზრდათა მოძრაობა, რომელსაც 1960 წლების ამერიკაში დაედო დასაბამი, ის ჩამოყალიბდა ჰიპსტერისგან და თავიდან ჰიპებს ბითნიკებს უწოდებდნენ. მათი დამოკიდებულება, მსოფლიოს მიმართ ძალიან ინდივიდუალურია, ეწინააღმდეგებიან ძალადობასა და ომს, ასევე თვლიან, რომ ადამიანს აქვს 100% თავისუფლება.
Hipster 1940-არის ჰიპური სუბკუტურის საწყისი ეტაპი, რომელიც 1940 ჩამოყალიბდა მოზარდთა მიერ.
 Rivetheads, Industrial-არიან უბრალოდ ადამიანები, რომლებსაც ექსპერიმენტალური მუსიკა ძალიან უყვართ
Juggalo-ჩამოყალიბდა ესპანეთში და ძირითადად Hip-Hop-ს ეყრდნობა, ოღონდ მათი იდეოლოგია განსხვავებულია, გამოდინარე მათი მავნებლური საქციელებიდან. მათ შექნეს საკუთარი ლაპარაკის მანერა, სლენგები და ა.შ.
 Junglist-არის სლენგი, რომელიც შეიქმნა იამაიკის ტერიტორიაზე და Junglist-ები არიან ადამაინები, რომლებსაც Reggae Jungle სტილის მუსიკა მოსწონთ.
LGBT Culture-არიან ადამიანები, რომლებიც იცავენ არატრადიციული შეხედულების პირებს და თვლიან, რომ მათაც იმდენი უფლება უნდა ჰქონდეთ, რამდენიც ჩვეუებრივ მოქალაქეებს აქვთ.
 Mod Subculture-ჩამოყალიბდა 1950 წლების ინგლისში. მის წარმომადგენლებს ძირითადად უყვართ იამაიკური Ska მუსიკა და R&B , ასევე მათი აუცილებელი და განმარჩეველი ატრიბუტია სკუტერი.
 Metalcore-არის კულტურა, რომელიც პანკისა და ექსტრემალური მეტალისგან ჩამოყალიბდა.
New Age-არის სპირიტუალური მოძრაობა, რომელიც ასტროლოგიურ შეხედულებებს ეფუნძნება და ეყრდნობა. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სთოუნჰენჯის გარშემო იკრიბებიან, რადგანაც თვლიან, რომ ეს ადგილი განსაკუთრებული და მაგიურია. ასევე ცდილობენ, კოსმოსის ძირ-ფესვიანად შესწავლას.
New Romanticism-არის პოპ-კულტურა, რომელიც 1970 წლების ინგლისში, ღამის კლუბებში ჩამოყალიბდა.
 Nudism/Naturism-არის კულტურული და პოლიტიკური მოძრაობა რომელიც იცავს და ანვითარებს სიშიშვლებს საზოგადოებრივ ადგილებში.
 Otherkin ( VAmpire Lifestyle), Therianthropy-ამ სუბკულტურების წარმომადგენლები თვლიან, რომ ისინი არ არიან ადამიანები და თავს ხედავენ, როგორც ვამპირებს ან მაქციებს. მე პირადად ვთვლი, რომ მათ უბრალოდ ძალიან უყვართ ფილმებისა და სერიალების ყურება.
 Polyamory-არის კულტურა რომელიც მრავალცოლიანობას ეთანხმება.
 Preppy-არიან ადამიანები, ძირითადად მამაკაცები, რომლებიც ჟურნალის ყდიდან გადმოსულ მოდელებს გვანან.
 Punk Subculture-ძირიათადად პანკური მუსიკის გარშემო ტრიალებს, მოიცავს განსხვავებულ, ინდივიდუალურ ხედვებს. ხელოვნებად მიიჩნევენ ვიზუალურ მხატვრობას, პანკ მუსიკასა და ფილმებს. ასევე უნდა ავღნიშნო, რომ ნაწილობრივ ამ სუბკულტურის დამსახურებაა გოთიკური ტალღების გამოწვევა, ასე რომ , მადლობა პანკებს.
Queer culture-არის სუბკულტურა, რომლის წარმომადგენელთა სქესის დადგენა რთულია, გამომდინარე მათი ჩაცმულობისა.
Rave-ადამანების ცხოვრების წესი არის კონცერტებსა და ღამის კლუბებში სიარული, ძირითადად პოპ მუსიკას მისდევენ.
 Riot Grrrl-არის ფემინისტური მოძრაობა. ძირითადად მასში, არიან პანკი მოზარდი გოგონები ჩართულნი.
Rockabilly-არის ერთერთი ადრინდელი როკ მუსიკის სახეობა, სუბკულტურის წარმომადგენლებიც 1950 იან წლების ცხოვრებას მისდევენ, ასევე ძალიან უყვართ ელვის პრესლი.
                                                To      be     Continued....................... 

Saturday, July 6, 2013

სუბკულტურების მოკლე დახასიათება

BDSM-მე პირადად მსგავს სუბკულტურებს და გამოვლინებებს ვეწინააღმდეგები და ნეგატიურად აღვიქვამ. Bondage Discipline Dominance Submission. ეს სუბკულტურა ეროტიულ ძალადობას და მაზოხიზმს ითვალისწინებს. BDSM სუბკულტურის წარმომადგენლებიც მსგავსი სახის ქცევებით ირთობენ თავს და კლავენ დროს. მათი ამოცნობა საკმაოდ მარტივია, ისინი ძირითადად ტყავის სამოსს ატარებენ და ზოგჯერ ზედმეტად გამომწვევადაც გამოიყურებიან.
 Beatnik-ეს სუბკულტურა მედიის მიერ შექმნილი სტერეოტიპების გამოვლინებაა. Beatnik-ს  ძირითადად ახალგაზრდები მისდევენ და იმეორებენ ცნობილი ფილმების სცენებს, ძირითადად ეს ფილმები ძალადობრივი ხასიათისაა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ადამიანები 1950 წლების კინემატოგრაფიის ფანები არიან.
 Bohemianism. ბოჰემიანისტები არიან უბრალოდ გონებაგახსნილი ადამიანები, რომლებიც არასტანდარტულ ხელოვნების სფეროებს მისდევენ და ანვითარებენ.
 Bosozoku-არის იაპონური სუბკულტურა და მისი მიმდევრები არიან დაინტერესებულნი მოტოციკლეტების დიზაინით და დიზაინის შექმნით.
 Casual სუბკულტურა არის ფეხბურთის კულტურის ქვესექცია. ამ კულტურის მიმდევრები კი ძირითადად თავს ასაღებენ, როგორც ხულიგნები. ეს ადამიანები ატარებენ ძვირადღირებულ სამოსს. ეს სუბკულტურა ჩამოყალიბდა 1980 წელს დიდ ბრიტანეთში, როდესაც ახაგაზრდები ატარებდნენ მსგავს სამოსს და იყვნენ გატაცებულნი ქუჩის ფეხბურთით.
 Dark Culture არის დახურული სუბკულტურა და მასში არიან გაერთიანებულნი ერთმანეთის მსგავსი ინტერესების მქონე ადამაინები. ამ სუბკულტურას აქვს გოთიკური და ალტერნატიული ტალღების გავლენაც.
 Emo. პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ემოს მე პირადად, არ აღვიქვამ როგორც სუბკულტურას, ის უფრო თრენდია. ამის თქმის მიზეზს კი ის მაძლევს, რომ მე, არ მინახავს არც-ერთი ასაკოვანი ემო ადამიანი. ვფიქრობ, რომ ემო უბრალოდ დროებითი, თინეიჯერული ასაკის უხეში და დაუხვეწავი გამოვლინებაა. ემოს დასაბამი 1980 წელს დაედო და მისი საწყისი სტადია Hardcore Punk და ემოციური როკი გახლდათ.

 Freak Scene-არის პოსტ-ჰიპი და პანკის წინა სტადია. ესენი არიან მეამბოხე ადამიანები, რომლებიც პოლიტიკის გარდა ყველაფერზე გამოთქვამენ პროტესტს, რაც კი მათ სტანდარტებს არ შეესაბამება.
 Glam rock-არის პოპ და როკ სტილის სუბკულტურა. ჩამოყალიბდა დიდ ბრიტანეთში 1970 წელს და მის ფუძემდებლებად ითვლებიან ის ადამიანები, რომლებიც იმ დროისთვის არასტანდარტულ და ეპატაჟურ სამოსს ატარებდნენ.
 Gothic- სუბკუტურა არის ჩემი ფავორიტი. გოთიკა, რომ დავახასიათო არ მჭირდება დამატებითი ინფორმაციების მოძიება, ასე რომ ჩემით შევეცდები რომ ძალიან მოკლედ გადმოვცე თუ რას ითვალისწინებს ეს სუბკულტურა. დავიწყებ იმით, რომ გოთიკა არ არის დაფუძნებული რელიგიაზე, ანუ ნებისმიერ რელიგიის წარმომადგენელს შეუძლია, რომ გოთიკით დაინტერესდეს. ის არის ხელოვნებაზე დაყრდნობით შექმნილი ცხოვრების სტილი და გოთებიც ძირითად შემთხვევაში არიან ხელოვანი ადამიანები, რომელნიც საკუთარ თავს სწორედ ხელოვნებაში პოულობენ. მათი გარეგნობაც საკმაოდ მკვეთრი და შესამჩნევია, იმის და მიუხედავად რომ ის სულაც არ ჯდება კონკრეტულ ჩარჩოებში, გოთიკურ გარეგნობაში ძირითადად მაინც შავი ფერი დომინირებს. გოთიკის ბოლომდე დასახასიათებლად ცალკე პოსტი დამჭირდება, ამიტომაც ამ მცირე ინფორმაციის შემოვიფარგლები, თუ გნებავთ მეტი გაიგოთ გოთიკის შესახებ, აუცილებად მოინახულეთ ჩემი მეგობრის, ანის ბლოგი, რომელსაც ძალიან დაწვრილებით და ზუსტად აქვს ყველაფერი აღწერილი.  Anna's Diary .

  Greaser-არის ეთნიკური სახის სუბკულტურა, რომელიც 1950 წლებში ჩამოყალიბდა, ქუჩის ბანდების მიერ. დღესდღეობით ამ სუბკულტურის უხეში გამოვლინება კანონით ისჯება, ასე რომ მის მიმდევრებს მხოლოდ აქციების მოწყობა თუ შეუძლიათ.
 Grunge-არის ალტერნატიული როკის ქვესახეობა, რომელსაც ძირითადად სიეტლში უსმენენ. ამ სუბკულტურის წარმომადგენლები კი ძირითადად, გატაცებულნი არიან ჯგუფ ნირვანათი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ Grunge ადამიანები ძირითადად უარყოფით ხასიათზე არიან და მათი საქციელებიც საკმაოდ უხეშია.
 Hardline-არის ეკოლოგიური გაერთიანება, რომელიც მსოფლიოს გადარჩენაზე იბრძვის და მოგვიწოდებს, რომ ბუნებას გავუფრთხილდეთ.
 Hip-Hop. მე ჰიპ-ჰოპს უფრო სტილად აღვიქვამ, ვიდრე სუბკულტურად. მისი ფესვები 1970 წლის New-York-იდან იღებს სათავეს. ეს სტილი შეიქმნა ქუჩურ პირობებში, შავკანიან ადამიანების მიერ. ჰიპ-ჰოპის მთავარი დამახასიათებელი მუსიკალური სტილი არის რეპი. მათ ხელოვნების სტილად კი ქუჩის ნახატები (გრაფიტები) ითვლება.
    
                                        TO       BE     CONTINUED.............................

Wednesday, July 3, 2013

Subcultures 3 (At Last)

Pachuco



Polyamory



Preppy



Punk Subculture



Queer Culture



Raggare



 Rave



Riot Grrrl



Rockabilly




 Rocker (subculture)



 Rude Boy



Satanism



 Scooterboy



Skater



 Skinhead



Steampunk <3




 Stilyaga



 Straight Edge



 Surf Culture



 Survivalism



 Swing kids (youth)



 Teenybopper
 
 Teddy Boy



 And last but not least  Zazou



 უახლოვეს მომავალში აუცილებლად დავახასიათებ საინტერესო, უცნაურ და მიმზიდველ სუბკულტურებს.

Subcultures 2

 Glam Rock

     Gopnik

Gothic Subculture <3 <3 :D

Greaser

Grunge

Hardline Subculture

Hip-Hop, B-boy

Hippie

Hipster (1940s subculture)

Rivetheads, Indusrtial

Juggalo

Juggling

Junglist

Leather Subculture

LGBT Culture

Mangas

Mod Subculture

Metalcore

Heavy Metal Subculture

New Age Movement

New Romanticism

Nudism/Naturism

Northern Soul

Otherkin ( VAmpire Lifestyle), Therianthropy

                  To                       Be                       Continued ..........................