BLOGGER TEMPLATES Funny Pictures

Thursday, August 15, 2013

ილუმინატი და ხალხის ფანტაზიები

ამ ბოლო დროს, უკვე ყველგან წააწყდებით ვიდეოებს ილუმინატის შესახებ. ეს ვიდეოები სულაც არ არიან უწყინარნი, ძირითადად მათ შემდეგნაირი გაფრთხილებები მოჰყვებათ "დაიცავით თქვენი თავები მასონური წარღვნისგან, ერთად გამოვუცხადოთ ბოიკოტი სატანის მსახურებს, ნუ მისცემთ ილუმინატ ვარსკვლავებს თქვენი შვილების წაბილწვის უფლებას". ეს ყველაფერი კი მხოლოდ მსოფლიოს გაუნათლებლობაზე მეტყველებს. გვაფრთხილებს ხალხის ის კატეგორია, რომელმაც არც კი იცის, თუ რა არის ილუმინატი ან საერთოდ მასონიზმი, მათთვის მხოლოდ იმის ცოდნაა საკმარისი, რომ ყველა მასონი "სატანისტია". Beyonce, Lady Gaga, Jay-z, Rihanna, Kanye West, Bod Dylan, Nicki Minaj, Christina Aguilera, Celine Dion, Michael Jackson, Bono, Jared Leto და მრავალი სხვა... ხალხის მოსაზრებით, ეს ყველანი სატანისტი მასონები არიან, რომელნიც ცდილობენ, უწყინარი და გართობისთვის განპირობებული მეთოდებით ჩვენი გონება ბოროტ ძალას ჩაუგდონ ხელში. მათთვის საკმაირისია იმ სურათების ნახვა, სადაც ამ ადამიანებს ერთი თვალი დახუჭული აქვთ, ხელით იფარავენ, ან არ უჩანთ.
შეიძლება ამ ჩამოთვლილთაგან ზოგი მართლაც არის მასონურ გაერთიანებაში გაწევრიანებუი, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი თავიენთი მუსიკით, ფილმებით, ხელოვნებით ცდილობენ ჩვენს დატყვევებას. სასაცილოა იმის თქმა, რომ ამდენ ადამიანს მხოლოდ იმიტომ აქვს კარიერა წვალებით გაკეთებული, რომ მსმენელი გადაიყვანოს ბნელ მხარეს -_-
 მინდა განახოთ რამდენიმე ვიდეო, რომლებმაც მართლაც მოახერხეს ჩემი გაღიზიანება. ისინი არა ცოდნაზე, არამედ პანიკაზე დაყრდნობით არიან შექმნილნი, ან თუნდაც იმიტომ, ბევრ ადამაინს ენახა რაიმე ეპატაჟური, მოკლედ თუ არ დაგზარდებათ ვიდეოებს უყურეთ და ყველაფერში თავად დარწმუნდით.
  პოსტის ბოლოს აუცილებლად მინდა, რომ ორიოდე სიტყვით ავხსნა თუ რა არის სინამდვილეში ილუმინატი.
 ილუმინატი არის სახელი, რომელიც შეიძლება იყოს მიძღვნილი ისევე როგორც რეალური, ასევე ფიქტიური ჯგუფისადმი. სიტყვა მომდინარეობს "ბავარიული ილუმინატისგან" რაც გახლდათ საიდუმლო ასოციაცია, რომელიც შეიქმნა 1776 წლის 1 მაისს. ეს ასოციაცია იყო იმისთვის შექმნილი, რომ წინააღმდეგობა გაეწია ცრურწმენებისთვის, ყოველგვარი რელიგიური სტერეოტიპებისთვის, რომელნიც იმდროინდელი საზოგადოების გარკვეულ ნაწილს საფრთხის ქვეშ აყენებდნენ. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს იყო ასოციაცია, რომელიც ცდილობდა ინკვიზიციის წინააღმდეგ გაელაშქრა. ილუმინატი ასევე იბრძოდა გენდერული თანასწორობისთვის და ქალთათვის განათლების უფლებების მინიჭებისთვის. მოგვიანებით ილუმინატი კანონგარეშედ გამოცხადდა ბავარიული მთავრობის მიერ, რომელზეც დიდი გავლენა იქონია რომანულმა კათოლიკურმა ეკლესიამ. ამ ასოციაციას იმდროინდელი რელიგიური გაერთიანებები ბრალს დებენ გაერთიანებას საფრანგეთის რევოლუციის ორგანიზებაში.

მე პირადად, ამ გაერთიანებაში ვერაფერ სატანისტურს და არაბუნებრივს ვერ ვხედავ, პირიქით, ის ადამიანები ცდილობდნენ უსამართლობა აღეკვეთათ. ხალხს კი უბრალოდ იმდენი ნებისყოფა არ აქვს, რომ თუნდაც ინტერნეტ საიტებზე წაიკითხონ ილუმინატის შესახებ. უფრო კომფორტულად და ლოგიკურად მიაჩნიათ, სურათების თვალიერება, სადაც ბიონსე ხელებით ფორმებს ქმნის, ან რომელიმე ვარსკვლავი უბრალოდ კამერის წინ პოზირებს.