BLOGGER TEMPLATES Funny Pictures

Thursday, March 21, 2013

ჩემი ამერიკულ სერიალთა სია

ზოგადად მე ვუყურებ და ვნახულობ ყველაფერ ახალს რაც კი გამოდის, შემდეგ ერთმანეთს ვადარებ და გამომაქვს დასკვნები, თუ რომელი ჯობს, რატომ, ან რა აქვს ერთს ისეთი, რაც სხვა დანარჩენს არ გააჩნია. ფილმების ყურება ჩემი ჰობია, მაგრამ არანაკლებ მიყვარს ამერიკული სერიალებიც, შეიძლება ითქვას, რომ მათი ერთგული გულშემატკივარიც კი ვარ. დღესდღეობით მხოლოდ რამდენიმეს ვუყურებ და მინდა თქვენც გაგაცნოთ, თუ არ გსმენიათ.
 დავიწყებ უსაყვარლესი სერიალით სახელად "სასოწარკვეთილი დიასახლისები".
ვერ ვიტყვი, რომ ამ სერიალში რაიმე განსაკუთრებული და საინტერესო ხდება. უბრალოდ არის ნაჩვენები 4 დიასახლისი ქალის ყოველდღიური ცხოვრება. მათი პრობლემები,  ოჯახი, რომანი, კარიერა, წარსული და ა.შ.
 ერთი შეხედვით შეიძლება იფიქროთ, რომ არ ღირს ამ სერიალის ყურება, თვიდან მეც ასე ვფიქრობდი, თუმცა ერთი ნახვით შემიყვარდა. შემიყვარდნენ მსახიობები, მათი იუმორის გრძნობა და რაც მთვარია სერიალის გადაღების სტილი, მაღალი დონე.
 წესით დიდი ხნის დამთავრებული უნდა მქონდეს ყურება, მაგრამ ჯერ კიდევ მე–8 სეზონზე ვარ, ვცდილობ, რომ ხშირად არ ვუყურო, რომ მალე არ დამთავრდეს. გულის გადაყოლება თუ გინდათ, გირჩევთ, რომ დაიწყოთ ყურება.
სერიალი სახელად 90210
 სიმართლე, რომ გითხრათ არც კი ვიცი, რატომ ვუყურებ ამას. სერიალი არის ამერიკელ მოზარდებზე, მათ პრობლემებზე, სიყვარულზე და ჩახლაფორთებულ ურთიერთობებზე. თითქოს პირველი სეზონი საინტერესოდ დაიწყო, მაგრამ შემდეგ უკვე ყველანაირი ელფერი დაკარგა. დღესდღეობით გაჩერებული ვარ, აღარ ვუყურებ, გარდა უკიდურესი შემთხვევებისა. ამის მიზეზი ისაა, რომ სერიალში აბსოლუტურად ყველა პერსონაჟი არის ყველასთან მაყოფი, ანუ ყველას უყვარს ერთმანეთი. უკვე ვეღარ ვიგებ ვის რა უნდა, ლამის და–ძმასაც ერთდ არიან.
 არ ვიცი, თუ ასეთი სცენები მოგწონთ აუცილებლად უყურეთ.
  American Horror Story
სიმართლე, რომ გითხრათ, მხოლოდ 2 სერიას ვუყურე და მივხვდი, რომ ნერვების შლად არ ღირდა. შეიძლება ვცდები კიდეც, ალბათ ასეცაა. ერთი შეხედვით ცუდი არ ჩანს, მხოლოდ მსახიობებს თუ დავიწუნებ. მოქმედება ძირითდად ხდება ერთ დიდ სახლში, სადაც საუკუნის მანძილზე იხოცებოდნენ მცხოვრებნი. მეტი მეც არ ვიცი, ალბათ გავაგრძელებ ახლო მომავალში ყურებას.
კლუბი
ამ სერიალს ჰქონდა ყველაზე საინტერესო 1 სეზონი, არც დანარჩენებია ცუდი, მაგრამ მაინც 1 გამოვარჩევდი. ალბათ იმიტომ, რომ სკოლის მუსიკალური კლუბის ჩამოყალიბების იდეა ახალი იყო. აქაც მინდა ავღნიშნო სერიალის გადაღების უნიკალური სტილი და მაღალი დონე. სერიალი ცოტათი მომაბეზრებელია, მაგრამ დასასრული იმდენად მაინტერესებს, რომ ერთფეროვნებასაც ვუძლებ.
ვამპირის დღიურები
 სიტყვა "ვამპირი" უკვე ჩემზე ცუდად მოქმედებს. ამოვიდა ეს არსება უკვე ყელში, თანაც ამახინჯებენ მასში ჩადებულ აზრს, უფრო სწორად ალამაზებენ. სერიალის ყურება ინტერესის გამო დავიწყე, ასევე ერთი–ორი მსახიობის სიყვარულის გამოც. სამწუხაროდ ეს სერიალიც მომაბეზრებელი აღმოჩნდა. მოკლედ შუაში ვარ გაჭედილი ჯერ, შეიძლება ყურებაც გავაგრძელო არ ვიცი. ისე მე მაქვს ერთი ცუდი თვისება, ის რაც ყველამ იცის აღარ მიზიდავს, შეიძლება მობეზრების გრძნობა ამანაც კი გამოიწვია.
და ბოლოს აუცილებლად უნდა ავღნიშნო სერიალი Alias
 ამ სერიალს ადრეც ვუყურებდი და უზომოდ მიყვარდა, შემდეგ მივანებე თავი რადგანაც სიტუაცია ჩაიხლართა და ვერაფერს ვიგებდი, ალბათ ასაკის გამო. 1 კვირის წინ დავიწყე თავიდან ყურება იმ მიზნით, რომ სასოწარკვეთილი დიასახლისებითვის არ მეყურებინა და საბოლოოდ ის შედეგი მივიღე, რომ ახლა სასოწარკვეთილ დიასახლისებს ვუყურებ იმიტომ, რომ ეს სერიალი არ მორჩეს მალე :D
 ორმაგი ჯაშუში ქალის ისტორია ძალიან საინტერესოა, მსახიობები კი შესინაშნავები. მივხვდი, რომ ეს არის ყვეაზე მაგარი სერიალი. არ ვიცი რა უნდა ვქნა ყურებას რომ დავამთავრებ.